ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი დაასახელა 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი კანდიდატი წარადგინა. მთავრობის  დანარჩენი შემადგენლობა კი უცვლელად დატოვა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის სავარძელს მაია ცქიტიშვილის ნაცვლად, მისი მოადგილე ირაკლი კერესელიძე დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის სავარძელს კი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც 2016- 2019 წლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო.

მსგავსი თემები