მაია ცქიტიშვილმა მინისტრის და ვიცე-პრემიერის სავარძელი დატოვა

“დიდი მადლობა ბატონო ირაკლი” – ასე დაემშვიდობა ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის შემადგენლობას. როგორც მან სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, ის პოლიტიკას ეთიშება.

“მადლობა და ასეთი დაფასებისთვის. 15 წელია ვიცნობთ ერთმანეთს და ძალიან ბევრი ერთობლივი საქმეები გვაკავშირებს. გულწრფელად ვთხოვე მომცეს საშუალება, რომ მე დავუბრუნდე ცემს ოჯახს და გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და დატვირთული გრაფიკი და სამუშაო დავასრულო ამით. მე ვუბრუნდები ჩემს ოჯახს და ჩვეულებრივი ცხოვრებას” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

მაია ცქიტიშვილი მისმა მოადგილე ირაკლი ქარსელაძემ შეცვალა.

მსგავსი თემები