არც ერთ პრეზიდენტს არ აქვს უფლება დაბომბოს საკუთარი მოსახლეობა – სალომე ზურაბიშვილი 

​პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი მოსახლეობა დაბომბა, რისი უფლებას მას არ ჰქონდა.

“ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. მეორე დღეს, როგორ უნდა ვთქვათ, რომ გვინდა ამ ქვეყნის მთლიანობა?! მე ამ ქვეყნის მთლიანობა მინდა და მინდა, რომ ამ ქვეყნის არც ერთმა პრეზიდენტმა არ დაბომბოს თავისი ტერიტორია და მოქალაქეები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რუსეთმა საქართველოსთან ომი არა 2008 წელს, არამედ 1801 წლიდან დაიწყო, როდესაც წითელი არმია შემოვიდა საქართველოში და რის გამოც, მისი ოჯახი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთი აგრესორია, ხოლო საქართველოს სიტყვა უნდა ფასობდეს.

„მე არაფერს ვამტკიცებ. მე ვამბობ, რომ ჩვენი სიტყვა უნდა ფასობდეს. ის, რომ რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი, ის, რომ რუსეთი არის საქართველოს აგრესორი, არის ის, რომელმაც დაიწყო ომი 1801 წლიდან, შემდგომ ყოველ ჯერზე, როცა შემოვიდა წითელი არმია, რის გამოც მე დავიბადე უცხოეთში, ეს თუ არ ვიცი, არაფერი მცოდნია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები