Pfizer-ის ვაქცინა პირველი დოზის მიღების შემდეგ 85%-ით ეფექტურია – ისრაელში კვლევა ჩატარდა

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ვირუსისგან დაცვის კუთხით 85%-ით ეფექტურია – ამის შესახებ ისრაელის Sheba Medical Center-ის მიერ მედპერსონალზე ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ საავადმყოფოს 7 214 თანამშრომელს შორის, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზა იანვარში გაუკეთეს, 15-28 დღეში COVID-19-ით ინფიცირების სიმპტომური შემთხვევები 85%-ით შემცირდა. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, ასიმპტომური შემთხვევების ჩათვლით, ინფიცირების მაჩვენებელმა 75%-ით იკლო.

Pfizer-მა მონაცემებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. კომპანიის განმარტებით, ვაქცინის რეალურ ეფექტურობასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში, Pfizer-ი საკუთარ ანალიზს ატარებს.

მსგავსი თემები