“საქართველოს მთავრობას სჭირდება დიალოგი ოპოზიციასთან და არა უფრო მეტი დაპირისპირება” – იან კელი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს პრემიერის გადადგომას ეხმაურება და გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვებას სწორ ნაბიჯს უწოდებს:

“სწორი ნაბიჯი და სწორი ტონი. საქართველოს მთავრობას სჭირდება დიალოგი ოპოზიციასთან და არა უფრო მეტი დაპირისპირება,” – წერს იან კელი.

გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დღეს დილით დატოვა და მიზეზად ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გუნდში არსებული შეუთანხმებლობა დაასახელა.

მსგავსი თემები