„აუცილებელია, ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე“ – აშშ-ის საელჩოს მორიგი განცხადება  

  •  

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისი სწრაფად უნდა განიმუხტოს.

“შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.  აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს.

საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები