„დაქოქილი თოჯინა, დამთავრებულია „ქართული ოცნება“ – ნიკანორ მელია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიამ პირველი შეფასება გააკეთა და მას „დაქოქილი თოჯინა“ უწოდა.   

“დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს რომ “ქართულ ოცნებასაც” მობეზრდა რომ იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი. ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ღარიბაშვილი ერთხელ, როგორც პატარა ბავშვი ისე გაუშვეს, დამთავრებულია “ქართული ოცნება”, – განაცხადა ნიკანორ მელიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდუვალია.

მსგავსი თემები