„ნუ წახვალ ამ გზით საქართველო“ – პრეზიდენტი

„ზიზღს იწვევს, რაც ქვეყანაში ხდება“ – აცხადებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და საკუთარ ემოციას სოციალურ ქსელში გამოხატავს.

„ნუ წახვალ ამ გზით, საქართველო. ძალიან ბევრი ადამიანი და ქვეყანაა ევროპაში და დასავლეთში, რომელიც მოხარული იქნება თქვენი იგნორირებით, ერთით ნაკლები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელზეც უნდა ვიდარდოთ. ისინი კვებავენ თვითწარმოქმნილ დღის წესრიგს თქვენზე, რომ რეფორმების გატარება არ შეგიძლიათ და არ იმსახურებთ მხარდაჭერას… დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ “ღრმად შეშფოთებული” ვარ, ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად ვარ აღელვებული, ზიზღს იწვევს, რაც ქვეყანაში ხდება, რომლის პოპულარიზაციისთვის, დაცვისთვის, გაზრდისთვის, დახმარებისთვის 23 წელი გავატარე“ – წერს ტომას ჰენდრიკ ილვესი.

მსგავსი თემები