“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლიც ჩიხში შეიყვანს პროცესს” – ლიეტუვის საგარეო უწყება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის გადაწყვეტილება ლეგალური იმუნიტეტი შეუჩეროს ნიკა მელიას, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს და მისი შესაძლო დაკავება, ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობას, აჩენს კითხვებს საქართველოში შერჩევით სამართალთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ამ დრომდე არ გამოიყენეს შესაძლებლობა უთანხმოების გადასაჭრელად, რომლიც შემოდგომაზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლიც ჩიხში შეიყვანს პროცესს და საზოგადოებაში დაყოფას გააღრმავებს. სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაცია დააზიანებს ქვეყნის მომავლის პერსპექტივებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს სჭირდება მთავრობა, რომელსაც ექნება უნარი მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხალხის ინტერესებში, როგორც არსებული გამოწვევების, ისე რეფორმების იმპლემენტაციის კონტექსტში, რომლის გატარებაც გაწერილია ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმებაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს უკან დაიხიოს წითელი ხაზებიდან, გამოიყენოს შესაძლებლობა სიტუაციის დეესკალაციისთვის და ეძებოს გზები სიტუაციია ნორმალიზაციისთვის, ასევე დაუბრუნდეს კონსტრუქციულ პოლიტიკურ დიალოგს“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გარიელიუს ლანდსბერგისმა.

მსგავსი თემები