„მოხდება მისი დაპატიმრება“ – ირაკლი კობახიძე მელიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას გადაგდომასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. მან „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, ნიკანორ მელიას მიმართა და მოუწოდა კანონმდებლობას დაემორჩილოს.  

„მოვუწოდებ ნიკანორ მელიას, დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას. მთავრობის ფორმირება დაიწყება და სრულდება კანონით გათვალისწინებულ, უმოკლეს ვადებში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები