„ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს შესაბამისი ორგანო“ – პროკურორი მელიას დაპატიმრებაზე

​ნიკანორ მელიას საქმის პროკურორის, მიხეილ სანდრაძის თქმით, ნიკა მელიას დაკავება გონივრულ ვადაში მოხდება და ამ დავალებას შესაბამისი ორგანო შეასრულებს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკანორ მელიას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უნდა მოხდეს.  

როდის მოხდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავება, ამ დროისთვის უცნობია. პროკურორი ვერ აკონკრეტებს, როდის მივლენ მის წასაყვანად შესაბამისი ორგანოს წარმომადგენლები.  

ამ წუთებში, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მობილიზებულია ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები. ოფისის პერიმეტრზე ანთია კოცონი, ისმის მუსიკის ხმა და მთელი ღამის გათენებას იქ აპირებენ. 

მსგავსი თემები