მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკანორ მელიას პატიმრობის გადაწყვეტილება გამოიტანა. მან სრულად გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და მელიას პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოაცხადა.
“აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალოს მკაცრი აღვკეთის ღონისძიებით – პატიმრობით. ბრალდებულ ნიკანორ პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან”, – განაცხადა მოსამართლემ.