,,არ შეიძლება,“ ,,არ შეესაბამება,“ ,,დაამახინჯებს,“ – რას ამბობენ ექსპერტები მცხეთის გენ.გეგმის დოკუმენტზე?!

მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი, რომელიც წლებია კომპანია „აქოლისმა“ სისრულეში ვერ მოიყვანა, უკვე მერამდენედ ხდება ხმაურისა და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის თემა. აქცია-აქციაზე იმართება, საბიუჯეტო თანხები იხარჯება, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ ჩანს.

კომპანია „აქოლისის“ მიერ ბოლოს წარმოდგენილი დოკუმენტი ხმაურიანი განხილვის თემა საკანონმდებლო ორგანოშიც არაერთხელ გახდა. როგორც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, მცხეთის ქალაქ გეგმარებით დოკუმენტზე მომუშავე ამხანაგობა ,,აქოლისმა“ მცხეთელები აიძულა ქუჩაში გამოსულიყვნენ.

„ეს ის ,,აქოლისია“, რომელიც სხვადასხვა შემადგენლობით, ერთი და იგივე ლობიზმით და ინტერესებით რამდენიმე წელია ცდილობს ქალაქზე და მის ტურისტულ მარშუტებზე დაამყაროს კონტროლი.

ის, რომ ეს კონცეფცია მცხეთის ტურისტული მარშრუტების და ,,კარიბჭეების“ საეჭვო კონფიგურაციას გვთავაზობს, შეუმჩნეველი არ დარჩათ იუნესკოს ექსპერტებსაც და საეჭვოდ მიიჩნევენ ამ გარემოებას. ვციტირებ: ,,კარიბჭეები“ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მცხეთაში ,,შესასვლელები“ – დანიელ პინი.

1. ექსპერტები, რომლებიც დოკუმენტის ძირითადი შემფასებლები არიან, ხშირად დიპლომატიური ენით ცდილობენ თქვან სათქმელი, მაგრამ ამჯერად დიპლომატია მათივე ემოციებს ბოლომდე ვერ გაუმკლავდა.

ისინი ,,აქოლისის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის შეფასებაში ხშირად ხმარობენ სიტყვებს:

• ,,არ შეიძლება,“

• ,,არ შეესაბამება,“

• ,,დაამახინჯებს,“

• ,,სადავოა,“

• ,,აბსოლუტურად მიუღებელია,“

• ,,მკაცრად ვეწინააღმდეგები,“

საუბრობენ ორაზროვან ასპე-ტებზე. საგულისხმოა… 4-ჯერ გამოიყენეს სიტყვა – ,,საეჭვოა“ … 2-ჯერ დააფიქსირეს ,,შეშფოთება“და ბოლოს, ისევ მათი შეფასების ნაწილს ვციტირებ: ,,ეკლესიის დაცვა უნდა განხორციელდეს, უდიდესი კულტურული და სიმბოლური ღირებულებების გამო და არ უნდა მოხდეს მისი ინსტრუმენტად გამოყენება ტურისტული ნაკადების განაწილების საეჭვო მიზეზით“ – დანიელ პინი“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

მან კიდევ ერთი ექსპერტის სიტყვები მოიყვანა და აღნიშნა: „”ძველი და ახალი მცხეთა თანამედროვე ცხოვრებასა და განაშენიანებასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგას, რომელთა მოგვარებაც დაუყოვნებლივ და ეფექტურად უნდა მოხდეს, რათა დაკმაყოფილდეს მოსახლეობის თანამედროვე მოთხოვნები და ამავდროულად შენარჩუნდეს კულტურული მახასიათებლები” – ალკივიდის პრეპისი“.

მსგავსი თემები