“მოსამართლეს გამოატანინე ნიკა მელიას არდაჭერის გადაწყვეტილება, უკვე აღარ შეგრჩება, ასე, რომ ჭკუით იყავი!” – მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს

ჩემი არამეგობრული, მაგრამ დაჟინებითი რჩევა – ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ არდაჭერის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი პირადად შენთვის,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც ის „ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ტყუილად ფიქრობს, რომ მიმდინარე პროცესებზე ვინმე თვალს დახუჭავს. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილს არა მხოლოდ სანქციები არ ასცდება, არამედ თვითონ გახდება სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი.

„მინდა მივმართო ივანიშვილს მელიას თაობაზე: დამთავრდა ის დრო, როცა უპრაგონოდ იჭერდი ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე და ხან სხვა ათასგვარ სისულელეზე. არავის ამისი აღარ სჯერა, ვერ დაიჭერ! ტყუილად გგონია, რომ თუ ახლა ვიღაცა ამაზე თვალს ხუჭავს, ძალიან მალე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დადგება ფეხზე და სანქციები კი არ აგცდება, არამედ არ აგცდება შენ პირადად სისხლის სამართლის საქმეები და ამიტომ, არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის. ჩემი არამეგობრული, მაგრამ დაჟინებითი რჩევა – ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ არდაჭერის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი პირადად შენთვის, იმიტომ, რომ ახლა უკვე აღარ შეგრჩება, ამის გარანტიას გაძლევ და ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება, იმის შემდეგ უკვე დაბრუნება არის სრულიად შეუძლებელი. ასე რომ, ჭკუით იყავი! მაინც ვერაფერს ვერ დაგვაკლებ, ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები