“რად გვინდა ალიევის საოჯახო, მაფიოზური „სოკარის“ გაზით თანადგომა, რაზე ვუხდით მადლობას” – შალვა ნათელაშვილი

რად გვინდა ალიევის საოჯახო მაფიოზური „სოკარის“ გაზით თანადგომა, რაზე ვუხდით მადლობას, – წერს „ფეისბუქში“ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და აზიარებს საპატრიარქოს ტელევიზიის სიუჟეტს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ გენერალური დირექტორისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეხვედრის შესახებ.

„ახლა არ ვთქვა არ შემიძლია. რად გვინდა ალიევის საოჯახო—-მაფიოზურ კომპანია სოკარის გაზით ან თუნდაც მილიარდებით თანადგომა თუ ამაში დავით გარეჯს წაგვართმევენ? არ ვიცი, არ ვიცი უნდათ ამათ ქვეყანა საერთოდ თუ არა ხშირად ეჭვი მეპარება. რაზე ვუხდით მადლობას გარეჯი რომ საკუთარი კულტურის ძეგლად გამოაცხადეს, ჯარები შემოიყვანეს და ბერ–მონაზვნები გამოაძევეს ამაში?“ – წერს შალვა ნათელაშვილი.

მსგავსი თემები