„მელიას შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ფართო გავლენა ექნება“,– ევროკავშირის ელჩი მელიას საქმეზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ჟურნალისტებთან აცხადებს რომ, მელიას შემთხვევას პოლიტიკურ ლანდშაფტზე ფართო გავლენა ექნება, რაც შეუძლებელს გახდის საერთო ენა გამოინახოს.   

„ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. პირველ რიგში, კომენტარს არ გავაკეთებ უშუალოდ სასამართლო საქმეზე, რადგან ეს მიმდინარე საქმეა და მას ყველამ პატივი უნდა სცეს. ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტიკურ ლანდშაფტში ვნახეთ ტემპერატურის მკვეთრი მატება.  ვხედავ რისკს, რომ დღევანდელი მოვლენებისა და ტრაექტორიის გათვალისწინებით, შესაძლოა, მივდივართ პრობლემის გაღრმავებისკენ. ვშიშობ, რომ ამ საქმეს ასევე ექნება დიდი გავლენა პოლიტიკურ ლანდშაფტზე და შეუძლებელი იქნება საერთო საფუძვლის, საერთო გადაწყვეტის მოძებნა“, – განაცხადა ელჩმა მედიასთან.

მსგავსი თემები