ევროკავშირის ელჩი ფიქრობს, რომ კრიზისი მოლაპარაკების პროცესს გაართულებს

ევროკავშირის წარმომადგენლის ხელმძღვანელის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მოლაპარაკების მეხუთე ეტაპი რთულდება. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაკავება მმრთველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგს გაართულებს.   

„ეს, დიალოგთან დაბრუნებისა და საერთო ენის გამონახვის შესაძლებლობას უფრო გაართულებს. არ მაქვს ბროლის ბურთი, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი შიში და მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ წინასწარმეტყველებაში მართალი არ აღმოვჩნდები.

რაც შეეხება მეხუთე რაუნდს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სინათლის სიჩქარით მეხუთე რაუნდისკენ ვერ მივდივართ. ამ უკანასკნელი კრიზისიდან და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გადაწევს მეხუთე რაუნდის თარიღს“, – განაცხადა ელჩმა მედიასთან.

მსგავსი თემები