„სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი“ – ევროკავშირის ელჩი მელიას საქმეზე  

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ნიკანორ მელიას იმუნიტეტის მოხსნასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მედიასთან შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ უნდობლობისთვის ორი ფაქტორი არსებობს.

„მოვუწოდებ მხარეებს, გააკეთონ განცხადებები, გადადგან ნაბიჯები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ გამწვავდეს არსებული ვითარება….რაც შეეხება არსებული სიტუაციის შემადგენლებს, რამდენიმე ხაზგასასმელი არგუმენტია. ამ შემთხვევაში ორი საკითხი მინდა წინ წამოვწიო –  ერთია

სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობისა და უპატივცემლობის ფაქტორი და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ეს ორი ფაქტორი ერთად დამანგრეველი კომბინაციაა. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიისთვის სახიფათო ტრაექტორიაა“ – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა მედიასთან.

მსგავსი თემები