„აჩრდილი აედევნა საქართველოს“ – აშშ-ს ყოფილი ელჩი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში თავის მოსაზრებას აქვეყნებს და მმართველ გუნდს აკრიტიკებს.

„ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა საქართველოს“, – წერს იან კელი და საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციას სრულად იზიარებს.

„პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. მთავრობამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, ამ ნაბიჯით მიიღწევა თუ არა ეს მიზანი“ – აცხადებს დიპლომატი.

მსგავსი თემები