„ჩვენ გადავეფარებით ნიკა მელიას, ჩვენ მათ დავამთავრებთ“ – შალვა ნათელაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, ნიკანორ მელიას დასაცავად და მხარდასაჭერად „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე ალვა ნათელაშვილი მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მელიას გადაეფარება და არავის გაატანს.

„ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან დამჭირდებოდა განცხადების გაკეთება და რეპრესიების დაგმობა. ერთპარტიული პარლამენტი დღეიდან გადაიქცა ინკვიზიციურ პარლამენტად, მას უკვე არც პარლამენტის ფორმალური სახე გააჩნია ეს გახლავთ… ჩვენ დაინტერესებული ვართ რეჟიმი გავუშვათ მშვიდობიანი და მაქსიმალურად ხავერდოვანი მეთოდებით. რეჟიმი უნდა მოვაცილოთ ჩვენს ქვეყანას… 20 ივნისის აქცია ჩვენი ორგანიზებული არ ყოფილა, ჩვენ მივედით ხალხის მიერ ორგანიზებულ აქციაზე. ამიტომ, ნიკა მელიასთვის პასუხის მოთხოვნა ნიშნავს, რომ მთელ საქართველოს სთხოვ პასუხს მამულის დაცვისთვის… ისინი საქართველოს ისტორიას ვერ დაამთავრებენ, ჩვენ მათ დავამთავრებთ. ჩვენ გადავეფარებით ნიკა მელიას“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფება.     

მსგავსი თემები