“გავაკეთებ ყველაფერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მელია ვერ დაიჭიროს” – დავით ჭიჭინაძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ნიკანორ მელია ციხეში არ მოხვდეს.  

„სახელმწიფო გადატრიალებაზე როდესაც საუბრობენ,  „ოცნების“ ე.წ. მამებს მართლა გონიათ, რომ ვინმეს დაავიწყდა თუნდაც  კობახიძის მამა, (და არა მარტო!)  რომელიც გამსახურდიას დამხობაში პირადად  მონაწილეობდა და მის დასამარცხებლად მოსკოვში დარბოდა?!

ან როგორ შეიძლება  20 ივნისის ღირსების აქციაში მონაწილე ათასობით ადამიანს მოღალატეები, ქვეყნის გადატრიალებაში მონაწილეები ეძახო და თან ვინ?! ის, რომ მელია დამნაშავე არ არის, ეს  ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რაც დამტკიცდა კიდეც არჩევნებზე.

და თუ ამ უსამართლო გადაწყვეტილებას  მიიღებს პარლამენტი და შემდეგ სასამართლო, მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“  მელია ვერ დაიჭიროს!’ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკონორ მელიას, პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი უკვე მეორედ მოუხსნა.

მსგავსი თემები