„ნიკა მელია დაუკრეფავში გადავიდა“ – ალეკო ელისაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ნიკანორ მელიას განცხადებას აფასებს და აცხადებს, როკ ის „დაუკრეფავში“ გადავიდა.

„ყველაფრის მიუხედავად, მე მისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარი არ დავიჭირე. მესმის, რომ მძიმე ემოციური ფონი აქვს ნიკა მელია. ასევე, მას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ, ვურჩევ, დაუკრეფავში ნუ გადავა და ვისთანაც ასე ლაპარაკს არის მიჩვეული, იმათში ნუ ავერევი. კარგად მიცნობს და იცის, რასაც ვეუბნები. თუ ადამიანისკენ ადამიანურ ნაბიჯს ვდგამ მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია აღმაშფოთებელია და სწორედ მისი პარტიის მმართველობის შედეგად არის მიღებული მართლმასჯულების ეს სისტემა, ზოგ- ზოგიერთი ყოფილი მთავარი პროკურორი რომ მოკალათებულა სადღაც და ჭკუას გვარიგებს მართლმსაჯულებაზე, მათი შექმნილი პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგებს ვიმკით. დღეს მელიას ზედმეტები მოუვიდა, სიტყვა და ზღვარი გაექცა“ – ასე შეაფასა ალეკო ელისაშვილმა ნიკანორ მელიას შეფასება მის განცხადებაზე.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილმა განცხადება გააკეთა, რომ რადგან მელიას გირაოს გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, მზადაა, საკუთარი ხელფასი გადაურიცხოს მას.

მსგავსი თემები