“ყველას მოგეკითხებათ ამის გამო, მოვლენ საჩხუბრად, ვისაც ძალა ერჩის უნდა იჩხუბოს” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტი შეჩერებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ამის გამო ყველას მოეკითხება. 

გიგი უგულავამ იმ დეპუტატებს მიმართა, ვინც დღეს ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა: 

“სახელმწიფო ინსტიტუტები თუ როგორ არის გამოხრული ივანიშვილის მიერ კარგად გამოჩნდება. ჩვენ ვნახეთ ერთპარტიული პარლამენტი მანქურთებით დაკომპლექტებული. ძალიან ცდება იქ ვინმე, თუ ფიქრობს, რომ ის არაფერ შუაშია, არა მეგობრებო, არავის ესმის თქვენი. ის ორპირობა, ორგულობა და საზიზღრობა, რასაც თქვენ ჩადიხართ ისე არ იქნება, ყველას მოგეკითხებათ ამის გამო. მოვლენ საჩხუბრად, ვისაც ძალა ერჩის უნდა იჩხუბოს, სხვა გზას არ ტოვებენ. მოვიდნენ ერთი, სახეაფარებული პოლიციელები მაინტერესებს. გაიხსენეთ ბერკუტელების ბედი. ამათგან ყველანაირი სიგიჟეა მოსალოდნელი. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად. გიჟები და რაც მთავარია, სუსტები არიან. ამათ ახლა ყველაზე საშინელი მდგომარეობა აქვთ, ტანჯავთ კომპლექსი, არიქა ახლა ბიძინა წავიდა და ჩვენ კაცს ვეღარ ვიჭერთო. კომპლექსის გამო მოვიდა ხელისუფლება ამ საგიჟეთამდე,”- განაცხადა გიგი უგულავამ. 

მსგავსი თემები