“პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები პარლამენტზე შტურმის გზით, “ბიძიკო” – თეა წულუკიანი

პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს სადაც ნიკა მელიასათვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობენ დისტანციურად ეხმაურება. კორონავირუსის გამო იზოლაციაში მყოფი დეპუტატი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და “მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს!”

“სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის.

დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, “ბიძიკო”,”- წერს თეა წულუკიანი ფეიბუკზე. 

შეგახსენებთ, 2019 წლის შემდეგ, ნიკა მელია უკვე მორედ დგას დაპატიმრების საფრთხის წინაშე. დღეს პარლამენტმა, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, დეპუტატს ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის შეჩერებას კენჭი უნდა უყაროს.

მსგავსი თემები