კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.4 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.4%-ს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,6%, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,9%.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 496 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 14 ადამიანი.

მსგავსი თემები