ნიკა მელიას ადვოკატები საშვის დაშვებას და პარლამენტში შესვლას ითხოვენ

პარლამენტის შესასვლელთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ, აქცია იმართება. აქციას „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები მართავენ. მათ პარლამენტთან სიმბოლურად მავთულხლართები აქვთ მიტანილი.

ადგილზე იმყოფებიან ნიკა მელიას ადვოკატები, დიმიტრი საძაგლიშვილი, ბექა ბასილაია და გიორგი კონდახაშვილი. ისინი შენობაში შესვლას ითხოვენ. ამასთან, მათ მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაუშვან საშვი, რათა მათ პარლამენტში შესვლისა და პროკურორისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცეთ.

აქციის მონაწილეები ცდილობენ, პარლამენტის შენობაში მანქანების შესვლა შეაფერხონ, თუმცა ადგილზე შეკრებილი სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.

მსგავსი თემები