სერგეი გავრილოვი მზადაა, პარლამენტარებს შეხვდეს

დუმის წევრი, სერგეი გავრილოვი ნიკანორ მელიას იმუნიტეტის მოხსნის თემასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ  საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.

„მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებელობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია გაართულონ საქართველოს ურთიერთობა, ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. ის სიცრუე, რომელიც მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას მოდის ბატონი მელიას მიერ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში“, – აცხადებს სერგეი გავრილოვი.

მისივე თქმით, მზადაა, შეხვდეს ყველას, ვინც პროქართულ პოზიციაზეა.

„მზად ვარ, შევხვდე ყველას, საქართველოს პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს განვითარებით და იკავებენ პროქართულ პოზიციას“ – აცხადებს სერგეი გავრილოვი.

მსგავსი თემები