“ღრმად არასერიოზული ხალხია” – გიგი უგულავა „გირჩის“ წევრებზე

„ბოდვა და არასერიოზულია მათთან საუბარი, რასაც დღეს მათგან ვხედავთ, დეგრადაციის ნიშნებს შეიცავს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩის” ლიდერების მხრიდან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დატოვებას.

„ოპოზიციის შეხვედრაზე მობრძანდნენ და ისაუბრეს. ვისაც სურვილი ჰქონდა, მოუსმინა. მე არ მომისმენია, რადგან ვფიქრობ, რომ მათი განცხადებების შემდეგ არ ვთვლი, რომ მათთან რაიმე გეგმების შესახებ საუბარი შეიძლება. ღრმად არასერიოზული ხალხია. რასაც დღეს მათგან ვხედავთ, დეგრადაციის ნიშნებს შეიცავს. ბოდვა და არასერიოზულია მათთან საუბარი. წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე ოპოზიციის შეხვედრა “გირჩის” წევრებმა, ვახო მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა დატოვეს. “გირჩის” წევრების განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი არ გასცეს.

მსგავსი თემები