„ქართულ ოცნებას“ არ ესმის ჩვეულებრივი საუბარი, ქვეყანაში არსებული პრობლემების აბსოლუტურ იგნორირებას ახდენს” – ნინო ბურჯანაძე

„ქართულ ოცნებას“ არ ესმის ჩვეულებრივი საუბარი. აბსოლუტურ იგნორირებას ახდენს იმ პრობლემებისა, რაც ქვეყანაშია. ის, რომ მუდმივად ჩნდება უსამართლობის განცდით გამოწვეული კერები, ეს „ქართულ ოცნებას“ არაფრად მიაჩნია, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციები 25 თებერვალსა და 31 მარტს ჩატარდება.

„ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავგეგმოთ ფართომასშტაბიანი აქცია-მსვლელობა. პარალელურად, 25 თებერვალსა და 31 მარტს შორის იქნება კვლავ ლოკალური აქციები სხვადასხვა ადგილებზე. მათ შორის, აუცილებლად ჩავალთ ბათუმში, რადგან ჩვენი ბათუმელი და აჭარელი თანამოქალაქეები ძალიან ვაჟკაცურად იბრძვიან და აჩვენებენ სამაგალითო გამძლეობას. ჩვენ მათ სოლიდარობა აუცილებლად უნდა გამოვუცხადოთ. აქციები ისედაც დაგეგმილი იყო და ეს ნიკა მელიასთან არაფერ შუაშია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მსგავსი თემები