სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს

„ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციისას 2 აქტივისტი დააკავეს.  სამოქალაქო აქტივისტები აქციას უმრავლესობის სხდომის მიმდინარეობის პარალელურად მართავდნენ. მათ სხვადასხვა პლაკატები ჰქონდათ გაშლილი და „მონა,“ „მონას“ იძახდნენ.

ადგილზე პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

მოგვიანებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც 2 ადამიანის დაკავება დაადასტურა. უწყების ინფორმაციით, ერთი პირი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისთვის, მეორე კი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

მსგავსი თემები