„ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია”, – ელენე ხოშტარია

პარლამენტის ყოფილი წევრის და „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წარმომადგენლის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნიკა მელია არასამართლიანი თამაშის წესებს არ ემორჩილება და ის გამარჯვებულია.

„ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ ის არ ემორჩილება, არ აღიარებს, არ მიიღებს იმ ძალადობრივ თამაშის წესებს, იმ არასამართლიან თამაშის წესებს და ვაჭრობას, რასაც ოპოზიციას და მოსახლეობას თავს გვახვევს “ქართული ოცნება”. ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია, ეს ის მიდგომაა, რაც აბსოლუტურად ყველა მსგავს უსამართლო საქმეში უნდა გამოვიჩინოთ. არ გვაინტერესებს, რას გადაწყვეტს ხელისუფლება, ჩვენ ამ უკანონობას არ ვემორჩილებით”, – აცხადებს ხოშტარია ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით.  

შეგახსენებთ, რომ დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც შეთანხმდნენ, რომ ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერენ. ამავდროულად, პროკურატურა აპირებს, პარლამენტს უახლოეს დღეებში მიმართოს.

ნიკანორ მელიამ, სასამართლოს მხრიდან მისთვის დაკისრებული 40 000 ლარიანი გირაო არ გადაიხადა.

მსგავსი თემები