„გირჩის“ ხელმოწერა იმიტომ არ არის, რომ ოპოზიცია ჩვენზე გაბუტულია“ – იაგო ხვიჩია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიას გირჩის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც „გირჩის“ ხელმოწერა აკლია. როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, ამისი მიზეზი გაბუტვაა.  

„ჩვენი პოზიცია მელიასთან დაკავშირებით დავაფიქსირეთ არაერთხელ. ყველამ იცის ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იქ რატომ არ არის ხელმოწერა, იცით, რომ ოპოზიციური პარტიები ჩვენზე გაბუტულები არიან და არ გვეძახიან საერთო შეხვედრებზე. აქედან გამომდინარე, ვერ მოხვდა და არა იმიტომ ჩვენ წინააღმდეგები ვიყავით. ზოგადად არ ვემხრობი ნიკა მელიას დაჭერას და ყველაფერი, რაც მის თავს ხდება, არის პოლიტიკური. მე არ მინდა წარმოვიდგინო მომავალი, სადაც ნიკა მელიას დაიჭერენ, მე მაქვს „ქართული ოცნების“ კეთილგონიერების იმედი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები