„ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, უნდა იყოს ოფიციალურად საქართველოს შემადგენლობაში“, – გიორგი ზვიადაძემ

პროტოპრესვიტერ, მამა გიორგი ზვიადაძის განცხადებით,  რაც შეიძლება მაქსიმალური სიფრთხილე იყოს გამოჩენილი მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს.

პროტოპრესვიტერმა წმინდა სინოდის განჩინება შეაფასა, რომელიც დავით გარეჯის საკითხ ეხება.  

„განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანელ ხალხთან და ხელისუფლებისადმი ეკლესიის მოწოდებაა, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით გაიმართოს ეს მოლაპარაკებები. გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ გარეჯი და მთელი ეს კომპლექსი არის საქართველოს იდენტობის ნაწილი, სულიერება, კულტურის ნაწილი. აქ არ შეიძლება, რაიმე სხვა აზრი არსებობდეს. დანარჩენი უკვე სპეციალისტებისა და მეცნიერების სამუშაოა. ღრმად გვწამს, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, როგორც ეს სინოდის განცხადებაშია ნათქვამი, ტერიტორია, რომელიც საქართველოს ნაწილია, რომ იყოს ოფიციალურად საქართველოს შემადგენლობაში“, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომის განჩინებით, ჩიჩხიტური და უდაბნო წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს. ამავდრულად, წმინდა სინოდის განჩინების მიხედვით, მღვდელმთავრები საქართველოს ხელისუფლებას, აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების დაწყებას ურჩევენ.

მსგავსი თემები