კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  27 187 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 381 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 806 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 535 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  265 200-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.97%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.2%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.75%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 757 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 257 441-მდე.

მსგავსი თემები