სამხრეთ ოსეთი“ ქართულ მხარეს დივერსანტებს შეგზავნაში ადანაშაულებს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ქართული მხარეს მათ ტერიტორიაზე დივერსანტების შეგზავნასა და პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს.

დე ფაქტო კომიტეტის განცხადებით, ქართუი ძალოვანი სტრუქტურებიდან არსებობს არაერთი ბრძანება, სამხრეთ ოსეურ ქვედანაყოფებში მოხდეს დივერსანტების შესვლა და კონფლიქტი.

„ამ ფონზე, КГБ აღნიშნავს მორიგ კონსტრუქციულ ნაბიჯებს პატრიოტულად განწყობილ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის – მოძრაობის მხრიდან, რომელიც ახორციელებს საზღვრის პირზე მონიტორინგს და ქართული საზოგადოების ინფორმირებას ახდენს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის არსებობის შესახებ. დავით ქაცარავას ინიციატივით, 13 თებერვალს, სოფელ ახმაჯის ტერიტორიაზე იგეგმება აქციის მოწყობა, რომლის დროსაც ის აპირებს მონიშნოს სახელმწიფო საზღვრის გამყოფი ხაზი. ასეთი ქმედება სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან, საშუალებას მოგვცემს, მივაღწიოთ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების სათანადო დონეს, ეს შეამცირებს დარღვევებს სახელმწიფო საზღვარზე და ქართულ საზოგადოებაში მოახდენს პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევის საკითხში“ , – ვკითხულობთ დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები