მოსწავლეების 12%-ს დისტანციური სწავლება სურთ

კორონავირუსის პანდემიამ და ონლაინ საგაკვეთილო პროცესებმა სკოლის მოსწავლეები კომპიუტერსა და სახლში ყოფნას ისე „მიაჯაჭვა“ დიდ ნაწილს სკოლაში სიარულიც არ უნდა.

„მედიაცენტრი მთავარი“ არაერთ მშობელს ესაუბრა, როლებიც აცხადებენ, რომ თბილი ამინდის მიუხედავად, უჭირთ, ბავშვები გარეთ გაიყვანონ.

რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიციას, როგორც მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, 13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს.

„ყოველ ოთხშაბათს, 24 საათის განმავლობაში იხსნება ფანჯარა და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ რეგისტრაცია ხდება იმისთვის, რომ მოსწავლე დარჩეს დისტანციურ სწავლებაზე, ასევე ეძლევათ შესაძლებლობა უარი თქვან და მათ შვილები საკლასო ოთახში დაბრუნდნენ. ეს პროცესი 13 ქალაქში მიმდინარეობს. აქ არის მთლიანობაში დაახლოებით 297 767 მოსწავლე, 12%-ია, ვინც სურვილი გამოთქვა დისტანციურ სწავლაზე დარჩენის“,- განაცხადა დგებუაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები