განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ბავშვები, რომლებისთვისაც პირბადის ტარება პრობლემურია, მათ აღნიშნულის ვალდებულება არ ექნებათ.

“პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაცია მიეწოდა სკოლებს საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწვალეებთან მიმართებით. თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები