„კოვიდ 19“-ით 15 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 15 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს ჯამში 3 336 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 108, ქვემო ქართლი – 26, შიდა ქართლი – 40, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

მსგავსი თემები