სინოდმა მეუფე პეტრეზე იმსჯელა, თუმცა განჩინება არ გამოუტანია

35 მღვდელმთავრის განჩინება დღეს გამოქვეყნდება. სინოდის სხდომის ძირითადი საკითხი დავით გარეჯი და კორონავირუსის საპრევენციო ვაქცინაცია იყო, თუმცა, სხვა საკითხებზეც იმსჯელეს, რომელიც სავარაუდოდ, განჩინებაში ვერ მოხვდება. ერთ-ერთი ასეთი საკითხი მეუფე პეტრე იყო.

როგორც მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, მეუფე პეტრესთან დაკავშირებით იმსჯელეს, თუმცა, სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღია.

„მეუფე პერტეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მასზე საუბარი სულ მიდის. მაგრამ სინოდს აღნიშნულ თემაზე არანაირი განჩინება არ გამოუტანია და ეს საჭიროდ არც ჩაგვითვლია“ – განუცხადა მეუფე ნიკილოზმა (ფაჩუაშვილმა) ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები