სინოდის სხდომის განჩინება ხვალ გასაჯაროვდება

ამ დრომდე უცნობია ზუსტი საკითხები, რაზე იმსჯელა წმინდა წმინდა სინოდის სხდომამ და რა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, განჩინება ხვალ გამოქვეყნდება

„იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ“, – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

რაც წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ოფიციალურად არის  ცნობილი, არის ის, რომ იმსჯელეს დავით გარეჯის თემაზე, ჭყონდიდის ეპარქიასა და ვაქცინაციაზე.  

განჩინებს ომის შინაარსზე მუშაობა საქართველოს საპატრიარქოში ამ დრომდე გრძელდება. მღვდელმთავრების ნაწილი საპატრარქოში იმყოფება.

მსგავსი თემები