ოკუპანტებმა უკანონოდ დაკავებული გაათავისუფლეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი გათავისუფლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, მისი დაკავება როკის გვირაბის მონაკვეთზე მოხდა.

„ერიკ დრულევის უკანონოდ დაკავების მომენტიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება, რის ფარგლებშიც საოკუპაციო რეჟიმთან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია. პროცესში აქტიურად ჩაერთო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით“, -ვკითხულობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი თემები