სინოდმა დავით გარეჯზეც იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო  

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სასულიერო პირებმა წმინდა სინოდის სხდომაზე იმსჯელეს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია. სინოდმა დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს  დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით.

ალავარდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის განცხადებით, აღნიშნულ თემაზე, საპატრიარქოს ტელევიზია გადაცემებსაც მოამზადებს.

„სინოდის სხდომაზე დავით გარეჯის საკითხი იყო პირველ საკითხად გამოტანილი. არ არიან ისეთი ადამიანები მრავლად, რომელთაც ეჭვი ეპარებათ დავით გარეჯის საქართველოსთვის კუთვნილებაზე და თვითონ ამ ქართულ თიბაიდის უდაბნოდ სახელდებული ეკლესია მონასტრების ქრისტიანულ- ქართული წარმომავლობის შესახებ. სინოდმა აღიარა და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“ – განაცხადა მეუფემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები