„მე კობახიძესთან, კობახიძე – გახარიასთან, გახარია -გომელაურთან“ – კახა კალაძე

ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არსებობს და გარკვეული ჯგუფები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა, კონკრეტული ტელევიზიები ცდილობთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, თითქოს, მმართველ პარტიაში დაპირპისპირებაა. ათას სისულელეს იგონებთ, თითქოს, მე ვიღაცასთან ვიყო დაპირისპირებული, კობახიძესთან, კობახიძე გახარიასთან, გახარია გომელაურთან, კალაძესთან და ა.შ. ამ დროს კი ვხედავთ, რომ ოპოზიციის რიგები იშლება“, – განაცხადა კალაძემ მედიასთან.

მსგავსი თემები