ხანძრის ჩაქრობისას მაშველი გარდაიცვალა

მეხანძრე მაშველი რომელიც ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ასრულებდა, გარდაიცვალა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მეხანძრე-მაშველი თორნიკე კიპაროიძე სახანძრო კიბიდან გადმოვარდა.

“სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა თორნიკე კიპაროიძე. მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას”,- ვკითხულობთ საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი თემები