ენგურის ხიდი იხსნება

ოკუპირებული აფხაზეთი, დღეიდან ენგურის ხიდს ხსნის. პირველ ეტაპზე, გადმოსვლა შეზღუდული იქნება და გარკვეული კატეგორიის ადამიანებს შეეხებათ.   

„ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას, თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე“ – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.    

მისივე შეფასებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება არ შეიზღუდოს.

„ცალსახად მისასალმებელია ყოველი მსგავსი განვითარება და ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ. საქართველოს ხელისუფლება ყველა ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტის და მექანიზმის გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით და შუამდგომლობით მაქსიმალურ ძალისხმევას ვახორციელებთ, რათა უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მსგავსი თემები