„ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას და ვინც არ გაიკეთებს ვაქცინაციას, ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ“ – მეუფე ნიკოლოზი    

„ვაქცინაცია ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო“ – ეს განცხადება მეუფე ნიკოლოზმა წმიდა სინოდის სხდომამდე გააკეთა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რასაც სინოდის წევრები განიხილავენ, სავარაუდოდ, სწორედ ეს იქნება.  

„წინაზე ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება მთელმა სინოდმა ერთად და ეს ეხებოდა კოვზით ზიარების საკითხს. მადლობა ღმერთს, რომ ყველამ ერთხმად დავადგინეთ, რომ აქ არავითარი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.  მეორე, რაზეც ვისაუბრეთ არის ის, რომ ჩვენი ეკლესია არ მოუწოდებს მრევლს რომ არ მოვიდეს ეკლესიაში და მადლობა ღმერთს ამისთვის. ეს არის ისტორიული დადგენილება.

რაც შეეხება დღევანდელ სინოდს, არ ვიცი რა საკითხები იქნება. ჩემი აზრით, სავარაუდოდ, გვექნება ლაპარაკი ვაქცინაციაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სინოდი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ვაქცინაცია ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი და ვფიქრობ, რომ ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას და ვინც არ გაიკეთებს ვაქცინაციას, არც ერთს და არც მეორეს, ზიარების უფლებას არ ჩამოვართმეცთ“ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.     

მსგავსი თემები