მეშახტეები შახტაში ჩავიდნენ და არ ამოდიან

მეშახტეები პროტესტს აგრძელებენ. მაღაროში ჩასულები უკან არ ამოდიან და მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ.     

ტყიბულის შახტაში დასაქმებულები პროტესტს ხელფასის შემცირების გამო გამოხატავენ. ამ წუთებში, შახტაში,  15-მდე ადამიანი იმყოფება და ამოსვლაზე უარს აცხადებს.

შახტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და აცხადებენ, რომ საუბარი შედეგით დასრულდება.

მსგავსი თემები