უკრაინამ რუსულ ვაქცინაზე უარი თქვა

უკრაინა ქვეყანაში რუსული წარმოების ვაქცინას არ შეიტანს. საუბარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ასევე, სხვა პრეპარატებზე, რომელი წარმოებულია რუსეთში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალურ დოკუმენტში აისახა, რომელსაც ხელი 8 თებერვალს მოეწერა. მის მიხედვით,  უკრაინაში არ შეიტანენ  კოვიდ 19-ის ვაქცინას და სხვა პრეპარატებს, რომლებიც შექმნილია რუსეთში.

უკრაინა პირველ ეტაპზე ჩინური ვაქცინის გამოყენებას დათანხმდა და ქვეყანაში მის შეტანასაც ხელი მოაწერა. პირველი ჩინური ვაქცინა უკრაინაში თებერვლის ბოლომდე უნდა შევიდეს.

მსგავსი თემები