„არა ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია“ – ივერი მელაშვილი

დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი დასრულდა. როგორც მელაშვილმა განაცხადა, მას არასდროს უთქვამს, რომ დავით გარეჯი საქართველო არა რის და პროკურატურა მის განცხადებებს თვის სასარგებლოდ იყენებს.

„არა ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ისტორიულად, კულტურულად ეთნოგრაფიულად, ყველანაირად. მაგაზე არ არის საუბარი. მე საუბარი მქონდა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ხმამაღალი განცხადებები, პოპულისტური განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს და არა მარტო. ამაზე მქონდა ყურადღება გამახვილებული. სამწუხაროდ, ცუდად იქნა აღქმული, თითქოს სხვანაირად მიმაჩნია. არა ბატონო, მე ერთი ჩვეულებრივი ქართველი ვარ, რომელსაც არანაკლებად გული სტკივა სხვა ქართველებთან შედარებით“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

მისივე თქმით, ის არის ადამიანი, რომელსაც სხვებზე არანაკლებ შესტკივა გული გარეჯზე.

“ჩემი და ნატალიას მიზანი ის არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს პროცესი და წერტილი დაესვას, სიმართლე არის ერთი და დარწმუნებულები ვართ, რომ მართლები ვართ”, – განაცხადა მელაშვილმა.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მორიგი სასამართლო პროცესი 16 თებერვალს ჩაინიშნა.

მსგავსი თემები