სემეკმა სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგეტიკის შესახებ სპეციალურად შექმნილი მოთხრობისა და საგნების გადაცემა დაიწყო

  •  

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მცხეთის N1 საჯარო სკოლას ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით შექმნილი მოთხრობა და სხვადასხვა თემატური მასალა გადასცა. მოთხრობა განახლებადი ენერგიების შესახებ მოსწავლეებს დაეხმარება ენერგეტიკის საკითხების გაცნობაში. წიგნების გადაცემა პროექტში ჩართული სხვა საპილოტე სკოლებისთვისაც იგეგმება.

სემეკმა დაიწყო პროექტი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რომლის მიზანიცაა  ენერგეტიკასთან, ენერგოეფექტურობასთან, ენერგიის დაზოგვასთან, განახლებად ენერგიებთან და სხვა ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული ცნებების გაცნობა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის, ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლება და ენერგიის დაზოგვისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.  აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა ევროკავშირის მიერ 1.200 000 ევროს ოდენობით დაფინანსებული დაძმობილების პროგრამის ფარგლებში – „მომსახურების ხარისხი და ჭკვიანი აღრიცხვა საქართველოში“.  პროექტის ფარგლებში დამზადდა ანიმაციური ფილმი, რომლის გმირიც არის ცნობილი ქართული ანიმაციური პერსონაჟი – ჟირაფი ჟოზე; შეიქმნა  მოთხრობა განახლებადი ენერგიების შესახებ, ასევე სემეკის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ სემინარი მასწავლებლებისთვის, სადაც განხილულ იქნა აღნიშნული ინფორმაციის სკოლის ასაკის ბავშვებისთვის მიწოდების გზები და მეთოდოლოგია; დარიგდა განათლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატური მასალა – საინფორმაციო ტრიპლეტი ელექტროენერგიის წარმოშობის შესახებ, თავსატეხები, გასაფერადებლები, ნიღბები და წიგნის სანიშნეები.

მსგავსი თემები